ბჟანია - დღეს ბევრი მოგისმენთ, მათ შორის საქართველოშიც და ვფიქრობ, რომ თქვენი ბრძნული სიტყვა ამ ხალხის გულს მიაღწევს

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკოს თქმით, "ბელარუსი ყოველთვის იყო დაინტერესებული აფხაზეთთან თანამშრომლობით, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა 2022 წლის სექტემბერში, აფხაზეთის მიწაზე ყოფნისას".

"მხოლოდ ერთი აზრი არ მტოვებდა: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მკვეთრად ჩვენს შეხვედრებზე. მართლა შეუძლებელია ადამიანებს, ხალხებს შორის ნორმალური, თბილი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ? იქნებ ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, ემსახურება მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ არასდროს დაგვიგეგმავს რაიმე ქმედება თბილისის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ თვალს ადევნებს იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში ვითარდება. მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. 

"რაღაც არ ჩანს ეს კარგად იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ, უბრალოდ მიუღებელია ისეთ მასშტაბებს მიაღწიო, როგორიც ახლაა. მაგრამ რატომ ვამბობ ამას: ჩვენ არაფერი შეფასება მიგვიცია, არ ჩავრეულვართ არც ამ და არც სხვა ამ სიტუაციებში, ჩვენ შევინარჩუნეთ ძალიან კარგი ურთიერთობა და შეძლებისდაგვარად ვინარჩუნებთ თბილისთან. რატომ რეაგირებენ ასე მკვეთრად... ვფიქრობ დამეხმარებით ამაზე პასუხის პოვნაში“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთთან თანამშრომლობას, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური თვალსაზრისით.

"ჩვენი ურთიერთობები უნდა განვითარდეს. აფხაზი ხალხი პატივს სცემს ბელარუსებს. ბელარუსზე არაფერია სათქმელი. ჩვენ გვაქვს ის, რომ ჩვენი ურთიერთობების საფუძველი ავაშენოთ. არის საქონელი, რომელიც გვაინტერესებს. არის საქონელი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. მეტიც, ტურისტული მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აქ დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციების დაწესება. ჩვენს ხალხს უნდა ზღვის მონახულება. ჩვენ ყოველთვის იქ მოვდიოდით, სოხუმში, ბათუმში, თბილისში და ა.შ. ჩვენი ხალხი მაინც სტუმრობს ამ ქალაქებს, მაგრამ რატომღაც აფხაზეთი მოწყვეტილი აღმოჩნდა და მოთხოვნა ძალიან დიდია.

რატომ არ უნდა ვესტუმროთ ერთმანეთს? ამ კითხვას ვსვამ, ვერაფრით გამიგია, რატომ არის საჭირო ამის საფუძველზე ურთიერთობების გამწვავება. პირიქით, ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს ერთიანი. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფოები, რომ გავიყოთ რამდენიმე ქვეყანა და ხალხი. ამ რთულ პერიოდში უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც. ყველანი რაღაცნაირად უნდა გავერთიანეთ, ერთმანეთისკენ ვისწრაფოდეთ. ამ კონტექსტში განვიხილავ თქვენს ვიზიტს ბელარუსში და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ თქვენი დაპირება შეასრულეთ და ჩვენთან ჩამოხვედით.", - განაცხადა ლუკაშენკომ.

თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა ლუკაშენკოს მიწვევისა და თანმიმდევრულობისთვის.

"იცით, დღეს ბევრი მოგისმენთ, მათ შორის საქართველოშიც და ვფიქრობ, რომ თქვენი ბრძნული სიტყვა ამ ხალხის გულს მიაღწევს“, - აღნიშნა ბჟანიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები