ვახტანგ გომელაური - თბილისში აშენდება "პოლიციის ქალაქი“ და 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას, ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება

სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე, მათ მეტი მოტივაცია და წახალისება ჰქონდეთ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა  აღნიშნა, რომ 2022-2023 წლებში, სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა. ვახტანგ გომელაურმა "პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზეც ისაუბრა.

"2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ჩვენი პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასების 10%-ით ზრდა. 2023 წლიდან კი,  შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლოდანარჩენი თანამშრომლების -  10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების. 2022-2023 წლებში, სამინისტროს  თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა.

ასევე, მინდა ვისაუბრო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომლის თანახმად, მუშაობა დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

როგორც იცით, ეს „ქალაქი“ აშენდება თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და პირველ ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის  მნიშვნელოვანი წახალისება.

სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე, მათ მეტი მოტივაცია და წახალისება ჰქონდეთ“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები