სტოლტენბერგი - ამ გადაწყვეტილებით შეიარაღების კონტროლის მთელი არქიტექტურა დაიშალა, მტკიცედ მოვუწოდებ რუსეთს, გადახედოს მას

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამწუხაროა რუსეთის გადაწყვეტილება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ.

დმიტრო კულებასთან და ჟოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა გადახედოს ამ ნაბიჯს.

"ვწუხვარ რუსეთის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს მონაწილეობა სტრატეგიული შეიარაღების ახალ ხელშეკრულებაში. დღევანდელი გადაწყვეტილებით შეიარაღების კონტროლის მთელი არქიტექტურა დაიშალა. მე მტკიცედ მოვუწოდებ რუსეთს, გადახედოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რაც შეეხება პუტინის ბრალდებას იმის შესახებ, რომ კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები იყვნენ დამნაშავე ომში, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ეს იმპერიალისტური, დამპყრობლური ომი რუსეთმა დაიწყო.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამ  ცხადყო, რომ ის ემზადება ახალი ომისთვის. პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. ეს საშიში იქნებოდა ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

პუტინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას რუსეთ-აშშ-ის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში.

"იძულებული ვარ, დღეს განვაცხადო, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში. ვიმეორებ: შეთანხმებიდან არ გადის, აჩერებს მონაწილეობას, მაგრამ ვიდრე დისკუსიას დავუბრუნდებით, ჩვენ თვითონ უნდა გვესმოდეს, რა მიზანი აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, და როგორ გავითვალისწინებთ მათ სტრატეგიულ არსენალს, ანუ დარტყმის მთლიან პოტენციალს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

აშშ-სა და რუსეთს შორის ხელშეკრულება 10 წლის ვადით 2010 წელს გაფორმდა. შეთანხმება ორივე სახელმწიფოს სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ლიმიტებს უწესებდა. 

თითოეული ხელმომწერის კეთილი ნების შემთხვევაში ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს 5 წლით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები