გივი მიქანაძე - შსს არის ძალიან წარმატებული, რომელსაც ჰყავს ღირსეული ხელმძღვანელი და ეს არის ერთ მუშტად შეკრული ოჯახი

"დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ძალიან წარმატებული, რომელსაც ჰყავს ღირსეული ხელმძღვანელი და ეს არის ერთ მუშტად შეკრული ოჯახი, რომელიც ორიენტირებულია 24 საათის განმავლობაში იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, წესრიგი და უსაფრთხოება“, - ამის შესახებ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში პარლამენტსა და სამინისტროს შორის არსებულ აქტიურ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

"სამინისტროს მხრიდან ინიცირებული 15 და სამინისტროს ჩართულობით მომზადებული 4 კანონპროექტი იქნა მიღებული პარლამენტის მიერ, რამაც სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაარეგულირა ის საკითხები, რაც საზოგადოებრივი წესრიგისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

შემცირებულია ისეთი დანაშაულების მაჩვენებლები, როგორიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ყაჩაღობა, ოჯახში ძალადობა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ისეთი დანაშაულების გახსნა როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, გაუპატიურება, ოჯახში ძალადობა, ქურდობდა, ნარკოტიკული დანაშაული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს და პოლიციელებს გაწეული საქმიანობისთვის.

"თქვენი წარმატება არის ამ ქვეყნის წარმატება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თავდაუზოგავი შრომისთვის თქვენ, ბატონო მინისტრო და თითოეულ პოლიციელს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები