სიგნალი პუტინს - მთავარი გზავნილები ვარშავაში ბაიდენის ისტორიული გამოსვლიდან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.

"ნატოს ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმა არის თავდასხმა მთელ ალიანსზე"

"მომავალ წელს მივესალმები ნატოს სამიტს ამერიკაში, ჩვენ აღვნიშნავთ მსოფლიოში უძლიერესი ალიანსის შექმნის 75 წლის იუბილეს. ნატოს ყველა წევრმა იცის და რუსებმაც იციან, რომ ნატოს ერთი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმა არის თავდასხმა ალიანსის ყველა ქვეყანაზე, ეს არის თავდასხმა ჩვენს ყველა ტერიტორიაზე. ერთ წელიწადში აშშ-მა შექმნა კოალიცია რუსეთთან დასაპირისპირებლად, მაგრამ ეს არის ბრძოლა იმისთვის, რისი შექმნაც გვინდა - მშვიდობის დამყარება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ბაიდენმა.

"ბრძოლა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ბევრი ტრაგედია იქნება"

"ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ბევრი იმით, რაც გავაკეთეთ გასულ წელს, მაგრამ უნდა ვიყოთ პატიოსნები - თავისუფლების დაცვა არ არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთ დღეში ან კვირაში. ეს ძალიან გრძელი პროცესია. უკრაინის ბრძოლა ამ შეჭრის წინააღმდეგ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და კიდევ ბევრი ტრაგედია იქნება. შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები მხარს დაუჭერენ უკრაინას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში", - განაცხადა ბაიდენმა.

"რუსეთს ახალი სანქციები ემუქრება"

"რუსეთმა უნდა გადაიხადოს თავისი დანაშაულების საფასური. ჩვენს პარტნიორებთან ერთად გამოცხადდება ახალი სანქციები. ამ ომში ყველა პასუხისმგებელი დაისჯება ჩადენილი დანაშაულისთვის", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

"უკრაინა იბრძვის ყოველი მეტრისთვის და 2022 წელს მიტაცებული მიწების ნახევარი უკვე გაათავისუფლა"

"ხერსონიდან ხარკოვამდე უკრაინა იბრძვის თავისი მიწის ყოველი მეტრისთვის. უკრაინის დროშა უკვე ფრიალებს ტერიტორიის 50%-ზე, რომელიც რუსეთმა ერთი წლის წინ წაართვა და პრეზიდენტი ზელენსკი კვლავ ხელმძღვანელობს დემოკრატიულ ქვეყანას. და ჩვენი ამოცანაა, შევაჩეროთ რუსული აგრესია და დავდგეთ მშვიდობისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა.

მიმართვა რუსებს: "დასავლეთი არ ცდილობს რუსეთის განადგურებას და მის ხალხზე თავდასხმას"

"დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ რუსებს. შეერთებული შტატები და ევროპული სახელმწიფოები არ ცდილობენ რუსეთის განადგურებას და დასავლეთი არ აპირებს რუს ხალხზე თავდასხმას. მილიონობით რუსს სურს მშვიდად ცხოვრება, ისინი არ არიან ჩვენი მტრები. ეს არის ტრაგედია და ეს არჩევანი პუტინმა გააკეთა. მას შეუძლია ომის დასრულება ერთი სიტყვით. თუ რუსეთი შეაჩერებს აგრესიას, ომს შეწყვეტს, თუ უკრაინა შეწყვეტს თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომაც ჩვენ ვეხმარებით უკრაინას თავის დაცვაში“, - განაცხადა ბაიდენმა.

"მოლდოვას სურს იყოს თავისუფალი"

"მოლდოვის მოქალაქეები იჩენენ მონდომებას. ამ ქვეყანაში ხალხს უნდა იყოს თავისუფალი. მათ მოიპოვეს ეს თავისუფლება, რათა დემოკრატიისკენ წავიდნენ და შეუერთდნენ ევროპის ქვეყნების ძმობას. პრეზიდენტი მაია სანდუ ხელმძღვანელობს ამ ბრძოლას", - განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ სანდუ ვარშავაში იმ მოედანზე იმყოფებოდა, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.

"უკრაინის პრეზიდენტმა აჩვენა თავისი ძალა"

"ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც იბრძოდა ყველაფრისთვის, რომელიც აჩვენებს თავის ძალას - ეს არის პრეზიდენტი ზელენსკი. მსოფლიოში დემოკრატია გაძლიერდა, რადგან გაურკვევლობის მომენტებში ჩვენ გვესმის, რას ვუჭერთ მხარს და ვინ გიჭერთ მხარს და ეს დიდი განსხვავებაა და ხალხმა პოლონეთში სხვებზე უკეთ იცის, რას ვიცავთ ჩვენ, რადგან მათ ყველაზე მეტად იციან რა არის სოლიდარობა“, - განაცხადა ბაიდენმა.

"პუტინი ფიქრობდა, რომ ნატო დაიშლებოდა, მაგრამ სხვაგვარად გამოვიდა"

"რუსეთის პრეზიდენტს არ სურდა ნატოს ფინეთში ყოფნა, მაგრამ ახლა ნატო ფინეთსა და შვედეთში იქნება. პუტინს ეგონა, რომ ნატო დაიშლებოდა, მაგრამ ნატო კიდევ უფრო გაძლიერდა. ფიქრობდა, რომ ევროპა არ ითანამშრომლებდა, მაგრამ ახლა ჩვენ არ გვჭირდება რუსული ნავთობი. და დემოკრატია აგრძელებს განვითარებას", - განაცხადა ბაიდენმა.

"უკრაინელების ძალამ აიძულა პუტინი უკან დაეხია და დამწვარი ტანკები დატოვა"

"როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა უბრძანა თავის ტანკებს უკრაინაში შეჭრა, ის ცდებოდა. უკრაინის ხალხი აღმოჩნდა ბევრად უფრო ძლიერი და მთელი მსოფლიო გაერთიანდა ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე. და ადვილი გამარჯვების ნაცვლად, რომელიც მას ელოდა, მან დატოვა დამწვარი ტანკები და გატეხილი ჯარები“, - განაცხადა ბაიდენმა.

"პუტინმა დაიწყო დიდი ომი, მაგრამ კიევი დგას"

ბაიდენმა გაიხსენა, რომ მან ისაუბრა ვარშავაში თითქმის ერთი წლის წინ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს დაესხა უკრაინას და დაიწყო ყველაზე დიდი ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

"მიუხედავად სტაბილურობისა, რომელიც 70 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, ისევ არსებობს რისკი, რომ ეს სტაბილურობა დაინგრეს. დაახლოებით ერთი წლის წინ ყველას ეგონა, რომ კიევი მალე დაეცემოდა. მე ახლახან ვიყავი კიევში და შემიძლია ვთქვა, რომ ის დგას და ამაყად დგას. როდესაც რუსები თავს დაესხნენ უკრაინას, მათ სურდათ მთელი მსოფლიოს გამოცდა. მათ გამოსცადეს ევროპა და ნატო, რათა ენახათ, მუშაობს თუ არა დემოკრატია", - განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები