პროკურორი მირანდა წერეთელი - დაზარალებულებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი სახელმწიფოსგან ითხოვდა 500 000 ამერიკულ დოლარს

"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის პროკურორის მირანდა წერეთლის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულები და მოწმეები დაიკითხნენ.

მისივე თქმით, მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ბანკზე თავდამსხმელი პირი თანხას სახელმწიფოსგან ითხოვდა.

"დაიკითხნენ დაზარალებულები და მოწმეები. დაზარალებულებმა, რომლებიც უშუალოდ მძევლები იყვნენ, ცალსახად დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი პირი სახელმწიფოსგან ითხოვდა 500 000 ამერიკულ დოლარს. პირები, რომლებიც იყვნენ მძევლები და პირველი სართულიდან, მეოთხე სართულიდან, მესამე სართულამდე ჩამოიყვანა თავდამსხმელმა. მათი თანდასწრებით ხორციელდებოდა დაკავშირება მედია საშუალებებთან, მათ შორის 112-თან, მათ ცალსახად დაადასტურეს. რაც მოვისმინე, ეს პირი ითხოვდა ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლის დაკავშირებას, ეს ხელისუფლების გავლენიანი პირი ამ შემთხვევაში იყო პოლიციის უფროსი, რომელიც მას დაუკავშირდა. მას მოსთხოვა უშუალოდ თანხა 500 000 ამერიკული დოლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სახელმწიფოსგან ითხოვდა ამ თანხას“, - განაცხადა მირანდა წერეთელმა.

მომდევნო სხდომა 5 მარტს ჩაინიშნა, სადაც ისევ ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. 