ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, უნდა შემოწმდეს, რომ სამკურნალოდ უკრაინაში გავუშვათ

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს.

პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით და მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა! საბრალოა ეს პოლიტიკური ზომბი და მართლა მებრალება ქვეყანას რომ არ მტრობდეს…. ნაზი, აკანკალებული ხმით რომ აბედნიერებს ტელე იმედის წამყვანებს, მე კი სულ ის კადრი მიდგას თვალწინ - ბოდიში რომ მოახდევინა ივანიშვილმა უამრავი ადამიანის თანდასწრებით და მორჩილად თავდახრილი იჯდა…

აი, როგორ შეიძლება კობახიძის ნათქვამზე ან გაბრაზდე ან გეწყინოს… უნდა შემოწმდეს, რომ სამკურნალოდ უკრაინაში გავუშვათ.

პ.ს სირცხვილი მაგდა ანიკაშვილი და გიორგი ფუტკარაძე, აი, თქვენ კი ჭაობში ხართ!" - წერს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები