გიორგი ჯანჯღავა - პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება სტიქიის ზონაში, სადაც ექნება შეხვედრები როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება სტიქიის ზონაში, კერძოდ, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანტაქიაში, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ადგილზე ექნება შეხვედრები როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება სტიქიის ზონაში, კერძოდ, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანტაქიაში, სადაც მიწისძვრამ რეგიონს ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა. მოგეხსენებათ, ამ ზონაში იმყოფება ქართველ მაშველთა ჯგუფი, რომელმაც როტაციის მეშვეობით შეიცვალა ლოკაცია და ჩამოვიდა ადიამანიდან. საერთო რაოდენობით ქართველ მაშველთა ჯგუფი იყო 200 კაცამდე. პირველი როტაცია 112 კაცის ოდენობით ჩამოვიდა, შემდეგ 85 მაშველი დაემატა. ჩვენმა გმირმა მაშველებმა არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს.

პრემიერ-მინისტრს ადგილზე ექნება შეხვედრები როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე მოინახულებს აფადის ცენტრს, რომელიც წარმოადგენს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბს“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები