ერთი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატამდე - საქართველომ ნიდერლანდები დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 88:80 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ქართველებმა პირველი ჩაგდებული ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში იპოვეს საკუთარ თავში ძალები და მატჩის შემობრუნება მოახერხეს.

ჩვენი გუნდიდან გამოსარჩევია გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას სოლიდური სტატისტიკები. შერმადინს 22 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა აქტივში, ისე, რომ თამაშიდან სროლა არ გაუფუჭებია. შენგელიამ 25 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ჩვენმა ლეგიონერმა თად მაკფადენმა კი კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა და პერიმეტრიდან მეტოქეს 4 სამქულიანი ჩაუგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.

26 თებერვალს, თბილისში ისლანდიელების დამარცხების შემთხვევაში ისტორიაში პირველად საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

მსგავსი სიახლეები