რამზან კადიროვმა საკუთარ თავს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა საკუთარი თავი ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებით დააჯილდოვა. 

მედალი მას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა გადასცა.

როგორც დაუდოვმა განაცხადა, კადიროვი პირველია, რომელმაც ეს წოდება მიიღო და დაამატა, რომ მისი ღვაწლი ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მიმართ "განსაკუთრებული შესწავლის ღირსია".

ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის მედალი თავად კადიროვის განკარგულებით 2022 წლის ოქტომბერში დაწესდა. მედალი რვაქიმიანი ვარსკვლავია, რომელიც დამზადებულია 70 გრამი ოქროსგან.

მსგავსი სიახლეები