მეუფე გრიგოლი - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომი სულ უფრო მეტად ყალიბდება, როგორც ე.წ. "ცივილიზაციური გზაგასაყარი“

ფოთისა და ხობის ეპარქიის საკათედრო ტაძრის სამრევლო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით ეპარქიის სამღვდელოების კრება გაიმართა; კრების დღის წესრიგის თანახმად, მოსმენილ და განხილულ იქნა ეპარქიის წინაშე არსებული არაერთი აქტუალური საკითხი; მათ შორის - დიდმარხვის მსახურებათა და სამღვდელოებისა და მრევლის სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხები.

ეპარქიის კრება მუშაობას მომდევნო დღეებში გააგრძელებს.

ეპარქიის სამღვდელოებას შესავალი სიტყვით მიმართა კრების თავმჯდომარემ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

“ქრისტეს მიერ საყვარელნო ღირსნო მამანო, მოგესალმებით ჩვენს ტრადიციულ შეკრებაზე, რაც პირველად იმართება მიმდინარე წელს. კრების განმავლობაში ჩვენ ვიმსჯელებთ ეკლესიის წინაშე, უფრო კონკრეტულად კი ჩვენი ეპარქიის წინაშე არსებულ მიმდინარე საკითხებზე და იმ ამოცანების შესახებ, რასაც თითოეული ჩვენგანის წინაშე აყენებს ჩვენი ყოველდღიური ყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს ეკლესიის მიზანი უცვლელია უკუნისამდე, მისი ამოცანები სხვადასხვა დროში სხვადასხვაობს იმის მიხედვით, თუ როგორია არსებული სინამდვილე, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშეა ეკლესიის ცოცხალი ორგანიზმი. თითოეული (მართლმადიდებლი) ქრისტიანის მთავარი მოწოდება არის ჭეშმარიტების დამოწმება; ეს განსაკუთრებით გვეხება ჩვენ, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, რომლებსაც ვალდებულებაში გვაქვს, რომ ზედმიწევნით დავიცვათ მართლმადიდებელი სარწმუნოება, ვუერთგულოთ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის გარდამოცემას, შევინახოთ წმიდა მამა უწყვეტი ტრადიცია და ჩვენს სამწყსოში განვავრცოთ სიტყვა ღვთისა. ჩვენს ვალდებულებაშია ასევე მოვიმოწაფოთ ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ მოსულა ჩვენთან, თუმცა ჩვენნი არიან.

ჩვენი მისია კურთხეულია თვით მამა ღმერთისგან, რომელმაც მოავლინა სოფლად თავისი ძე მხოლოდშობილი - იესო ქრისტე, რომელმაც, მოვიდა რა სოფლად, გამოირჩია მოწაფეები, რომელთაც გამოუცხადა ჭეშმარიტება და მიჰგვარა მათ სული წმიდა და განუსაზღვრა სამოციქულო მისია. ეს მისია მდგომარეობდა იმაში, რომ მსოფლიოსთვის ემცნოთ ჭეშმარიტება; მოციქულთაგან საღმრთო მადლი ებოძა მათ სულიერ მემკვიდრე ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებსა და წმიდა ნათლისღების ემბაზში შობილ მათ მრევლს, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას. თქვენ კარგად უწყით, რომ ამ ეკლესიის წინამძღვარი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე; იგია ჩვენთვის "გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება“ (იოანე, 14,6). მნიშვნელოვანია და საგულისხმო, რომ ეკლესია თავის უწმიდეს მისიას ახორციელებს წუთისოფელში და ჩვენი მსახურებაც, შესაბამისად, მიმართულია კაცთა მიმართ. ეს კი გულისხმობს ადამიანის ამქვეყნიური ვალდებულება-პასუხისმგებლობებისა და საზრუნავის გათვალისწინებას. ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრებმა და მისმა სულიერმა წინამძღვრებმა, პირუთვნელად უნდა განვახორციელოთ დედა ეკლესიის მთავარი მოწოდება. აქედან გამომდინარე, კარგად უნდა გავიაზროთ ეკლესიისა და თითოეული ჩვენგანის მისია, როლი და მოწოდება თანამედროვეობაში. ეს გულისხმობს მთელ რიგ საკითხებში გარკვევას, რომელთა შორის გამოვყოფ მხოლოდ რამდენიმეს:

1. ეკლესიის უახლესი წარსულის ადეკვატური შეფასების პრობლემა.

2. სასულიერო პირის სოციალური მისია თანამედროვეობაში.

3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული სახელმწიფო.

ქართული ეკლესიის უახლესი წარსულის სწორი, მართებული შეფასება აუცილებელი წინაპირობაა საიმისოდ, რომ ეფექტურად გადაიჭრას მის წინაშე არსებული პრობლემები. თანამედროვე ქართული საზოგადოება „მემკვიდრეა“ საბჭოური წეს-წყობილებისა, რომლის ბევრი პრობლემა და თავისებურება კვლავაც იგრძნობა თითქმის ყოველ ნაბიჯზე. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მტკივნეულად გამოიარა საბჭოთა დროება და დღემდე ვერ მოხდა უკვე ისტორიად ქცეული ამ დროების მიუკერძოებელი (ობიექტური) შესწავლა, მისი ავ-კარგის შეფასება, დაფასება, გადაფასება. მაშასადამე, საჭიროა ამ ისტორიის განაზრების საგნად ქცევა, რადგან დღემდე დაუძლეველი არაერთი პრობლემის ძირი სწორედ ამ ისტორიაშია საძიებელი.ამის თვალსაჩინო სურათს ვხედავთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებში, სადაც უმძიმესი საომარი მოქმედებების პირობებში ადგილი აქვს ოკუპანტი სახელმწიფოს სასარგებლოდ წარმოებულ პროპაგანდას, რაშიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხილებულია რამდენიმე სასულიერო პირიც კი. მსგავს გამოცდილებას ჩვენს წარსულშიც ჰქონდა ადგილი და არც მომავალში ვართ დაზღვეულნი მისგან. სწორედ ამის გამო არის საჭირო წარსულის პირუთვნელი შეფასება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საფრთხეები, რომლებიც ხშირად ერთმორწმუნეობის საფარქვეშ მეტად ნოყიერ ნიადაგს პოულობს. ქრისტეს ეკლესიის მისიიდან და მისი ევქარისტიული ბუნებიდან გამომდინარე სასულიერო პირებს განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც სასოწარკვეთილია, ცხოვრებისეული პრობლემების წნეხის ქვეშაა და მომავლის შიში აქვს. ქრისტესა და მისი ეკლესიის სახელით ამგვარი ადამიანების ხვედრის გაზიარება და მათი ტვირთის შემსუბუქება თანაზიარების აქტის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ასპექტია, რომლის განმაპირობებელი ქრისტეს ეკლესიის ევქარისტიული (მსხვერპლშეწირვითი) ბუნებაა.

მოყვასის დახმარება და მისთვის ხელის გაწვდენა ქრისტეს ბუნების თანაზიარს გვხვდის და მისი მისტიური სხეულის ნაწილად გვაქცევს. მოყვასის შესახებ რომ ვსაუბრობ, ვგულისხმობ სასულიერო დასის წარმომადგენლებსაც, ჩვენს სულიერ ძმებს, რომელნიც საცდურის წინაშე მყოფნი ჩვენს თანადგომას და მხარდაჭერას საჭიროებენ; მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით იდგმება ნაბიჯები, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის და ამაში გვარწმუნებს სამღვდელო პირთა მიერ ქვეყნის დატოვების არაერთი მაგალითი; თუმც კი აქვე უპირობოდ უნდა ითქვას შემდეგიც: სასულიერო პირად ხელდასხმას რომ იღებს ადამიანი, მან თავშივე უნდა გაითვალისწინოს, რომ გზა, რომელიც მან აიჩია და რისთვისაც გამორჩეულ იქნა, არის გზა ღვთისადმი ერთგულებისა, დროში განვრცობილი მოწამეობისა და მსხვერპლად შეწირვისა; ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს!

დღეს 24 თებერვალია; 102 წელი გავიდა 1921 წლის თებერვლის ტრაგიკული მოვლენებიდან, რამაც თითქმის მთელი საუკუნით ჩამოაშორა თავის ცივილიზაციურ არჩევანს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. მიუხედავად ამ მძიმე გამოცდილებისა, დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება მტრისა და მოყვრის თემა, მისი გარჩევადობა თუ განურჩევლობა.გასული 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა იმთავითვე გლობალური სახე მიიღო და ის სულ უფრო მეტად ყალიბდება, როგორც ე.წ. „ცივილიზაციური გზაგასაყარი“ - ერთგვარი ღირებულებითი არჩევანი წარსულსა და მომავალს, საბჭოეთსა და დემოკრატიულ სამყაროს, თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის. ამ მეტისმეტად რთულ პროცესში ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სიცხადე შევიტანოთ იმ მეტად მტკივნეულ პროცესში, რომელიც თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში მიმდინარეობს. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო და მომავალშიც უნდა დარჩეს ქართული სახელმწიფოს ერთგვარ კარიბჭედ, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დაეხმარება ნათელსა და ბნელს შორის არჩევანის გაკეთების პროცესში. ეს საქართველოს ეკლესიის მხოლოდ დღევანდელი მოწოდება არ არის, ის ჩვენი დიდი წინაპრებისა და მოაზროვნეების მიერ მყარად დასახული გზაა, რასაც საუკუნეთა განმავლობაში ერთგულებდა ჩვენი დედა ეკლესია. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერული ის უაღრესად პოზიტიური როლი, რომლის შესრულებაც შეუძლია მშობლიურ ეკლესიას ქვეყნის ავბედითობის ჟამს.

დაბოლოს, ზემოაღნიშნულის კონტექსტში თქვენს ყურადღებას მივაქცევ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე ოქროპირიძის სიტყვას, რომელიც გავრცელდა 1921 წლის 22 თებერვალს (გაზეთი „საქართველო“, #41, 22 თებერვალი, 1921 წ., გვ. 1) და რომელიც გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართვა ქართველი ერისადმი:„საუკუნეებში განწირულ საქართველოს საღმრთო განგებამ არგუნა ხვედრი, გახდეს სამარედ სკვითებისა, რომელთაც შემუსრეს და დასცეს რუსეთი და რომელნიც აზია-ევროპაში მხოლოდ ყველაფერს ანგრევდნენ და ანადგურებდნენ. თითქოს უკეთურნი უახლოვდებოდნენ ჩვენს დედა ქალაქს და დამშეულნი ელოდნენ თბილისში გემრიელი პურით და ღვინით გაძღომას, თბილისის განთქმულ აბანოებში დასუფთავებას, მაგრამ როგორც არასოდეს, მტკვარი პირს არ იბრუნებს უკუღმა, ისე ჩვენი ვერაგი მტერი, ვერ მიაღწევს ბოროტ განზრახვას, ღმერთი არ აღირსებს მას საქართველოს დაპყრობას, ყოვლად წმიდა ღვთის მშობელი ცეცხლად შეარგებს მას ჩვენი მამულის პურსა და ღვინოს, რომელსაც ქართველობა ვხმარობთ სეფისკვერად და ზედაშედ. საყვარელნო, ფრონტის ზურგში მყოფნო! შევინარჩუნოთ სრული დარბაისლობა, გულის სიმშვიდე და ხასიათის სიმტკიცე. ნუ მივეცემით იმ საშიშარ და ცრუ ხმებს, რომლებსაც ავრცელებენ ხოლმე მხოლოდ ჩვენი მტრები, ხალხში შიშისა, სასოწარკვეთილებისა და არეულობის გამოსაწვევად.ენდეთ ჩემს ჭაღარას, როგორც ვერავითარი ძალა ვერ მოგლეჯს თავის ძირიდან კავკასიონს, თუ არა მიწის ქვეშეთიდან ამოხეთქილი ძლიერება, ისე ვერავითარი ბოლშევიკები... ვერას დააკლებენ სახელოვან კახელ-ქიზიყელისა თუშ-ფშავ-ხევსურ-მთიელებისა, უტეხი ქართლელებისა და ამაყ იმერ-ოდიშარ-აფხაზებისაგან შემდგარ საქართველოს ლაშქარს, თუ ფრონტის ზურგი მტკიცედ გვექნება დაცული“,  - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები