ხატია დეკანოიძე - "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის ორივე ვარიანტი რუსულია

ეს კანონპროექტი პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

"ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი გრძელდება. რამდენიმე კვირის წინ ივანიშვილის დეპუტატების, ე.წ. "ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირდა რუსული კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ უსპობს ყველანაირ ჟანგბადს სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს. ეს კანონპროექტი საერთაშორისო პარტნიორების მიერ შეფასდა როგორც რუსული კანონპროექტი, გამოეხმაურა კელი დეგნანი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირმა პირდაპირ თქვა, რომ ნებისმიერი ამ კანონპროექტის სახეცვლილებით მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას. ასევე, გუშინ იყო გაეროს განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში მდგრადი განვითარება საფრთხის ქვეშ დადგება იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული.

მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო ერთ ძალიან ძირეულ პრინციპზე - რამდენიმე კვირის შემდეგ, დღეს ბიუროზე რეგისტრირდება კანონპროექტის მეორე სახეცვლილება, რომელიც ვითომ გაცილებით ხისტი ვარიანტია და ითვალისწინებს ფიზიკური პირების 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, ყველა ადამიანის მიმართ განხორციელებას ამ პოლიტიკური ეგზეკუციის ნორმების, მაგრამ რეალურად იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონპროექტის დარეგისტრირება ხდება დღეს და ამ ორი კანონპროექტის ერთობლივ განხილვაში შევა პარლამენტი, ეს საზოგადოებას არავითარ ცვლილებას არ მისცემს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის ორივე ვარიანტი რუსულია. ეს არის რუსული კანონპროექტის იმ შინაარსის ქაღალდი, ფურცელი, რომელიც დესტრუქციას უწყობს ევროკავშირში ინტეგრაციას და რეალურად ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება. 

თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანია ჩართული ამ პროექტებში, საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებულ ფონდებში - ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები, სკოლის განათლების პროგრამები, ინკლუზიური პროგრამები, ყველა ამ მიმართულებით იქნება ძალიან სერიოზული უკუსვლა, რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოა“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები