გურამ მაჭარაშვილი - როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამ განაცხადოს

აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები ბრიუსელში იყო და თურმე „ვივამედში“ ყოფილა. რაც ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, ზუსტად ამას ნიშნავს, – ამის შესახებ მოძრაობა "ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

"ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ახლა უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს, თუ "ვივამედში“ ეს საკითხავია. როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამ განაცხადოს, ჩვენი ამდენსაუკუნოვანი ევროინტეგრაციის ლტოლვა, რასაც თვითონაც აღიარებენ და ჩვენც ვამბობთ, დაიყვანო კრიმინალ სააკაშვილის უკანონოდ გათავისუფლებაზე, რასაც, სხვათა შორის, ევროპული საერთაშორისო სასამართლოც კი ეთანხმება.

მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ კონკრეტულად საუბარი არ ყოფილა პატიმარ სააკაშვილის გადაყვანაზე, მაგრამ თავად ფაქტი, რომ დემარში პატიმარ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით იყო, ეს არასწორია და არ არის დასავლური სტანდარტი. არ შეიძლება, პატიმრის, რომლის დანაშაულში ეჭვი არ ეპარება თავად ევროპულ სასამართლოსაც კი, მის უკანონო გათავისუფლებამდე დაიყვანო ქვეყნის ევროინტეგრაცია. ბოლო პერიოდში, პატიმარი სააკაშვილი საკმაოდ კარგად აცხობს პოლიტიკურ პოსტებს. მას ისეთი არაფერი სჭირს. ადრე თუ ამბობდა, პოლიტიკა არ მაინტერესებსო, ახლა ის და მისი ოჯახის წევრებიც მშვენივრად ამბობენ, რომ რევოლუციონერია და ა.შ. ანუ რა გამოდის. ევროპარლამენტიდან ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანი საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარული მისიით გაუშვას, რომ შემდეგ იქიდან რევოლუციონერი დაგვიბრუნონ. ამას რომ აკადრებ ქართულ საზოგადოებას, ამის შემდეგ როგორ შეიძლება, საუბარი იყოს იმაზე, რომ ასეთი ტიპის განცხადებები დასავლური სტანდარტია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები