გურამ მაჭარაშვილი - ცოტა ხანში გვეტყვიან, ამდენი სუვერენიტეტი არ გჭირდებათ და ჩვენ რასაც გეტყვით, ის გააკეთეთო

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის თქმით,  საქართველოშივე უნდა წყდებოდეს, რომელ კანონს მიიღებს საქართველო და რომელს - არა.

"თუ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოში ის კანონები უნდა მივიღოთ, რომლებსაც აშშ-ის ელჩი ან ამერიკა გვეტყვის; ის ადამიანი უნდა გავუშვათ ციხიდან, ვისზეც ისინი მიგვითითებენ და ა.შ., ცოტა ხანში, პირდაპირი ტექსტით გვეტყვიან: ამდენი სუვერენიტეტი არ გჭირდებათ და ჩვენ რასაც გეტყვით, ის გააკეთეთო. ამას ისინი ახლაც ამბობენ სხვადასხვა მესიჯით, თუნდაც ამ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ამას უკვე პირდაპირი ტექსტით იტყვიან, როგორც ბრიუსელიდან, ისე - ვაშინგტონიდან. ამიტომაც დავაინიცირეთ, ზუსტად ერთი ერთში, ამერიკული კანონპროექტი და ამიტომაც არის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ორივე კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდგომ ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს. ორივე კანონპროექტზე საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. ეს ხომ არ არის დამალული დოკუმენტი, ხალხი არ იცნობდეს? არსებობს ინგლისური და ქართული ვერსია, თუ აშშ-ში თვლიან, რომ ჩვენი ზუსტად ნათარგმნი ქართული ვერსია არ ემთხვევა ამერიკის ვერსიას, თვითონ თარგმნონ. დაახლოებით 5-6 გვერდია“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოშივე უნდა წყდებოდეს, თუ რომელ კანონს მიიღებს საქართველო და რომელს - არა.

"სამწუხაროა, რომ უკვე თეთრზე შავის თქმა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არ გვესმის. ეს არის ძალიან ცუდი. თუ ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ სრულყოფილი სუვერენიტეტი არ გვჭირდება, ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვამბობთ, რომ არცერთი ქვეყნის, არც რუსეთის და არც სხვა ქვეყნის მონობა არ გვინდა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს, რუსეთის მონობა არ გვინდაო (თუმცა, ყველაფერს აკეთებს ამისთვის), აქვე ამბობს, რომ თუ აშშ-ის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მონა ვიქნებით, არაუშავს. ამას ისინი პირდაპირ ამბობენ. აქედან გამომდინარე, ეს კოლონიური აზროვნება არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და საქართველოშივე უნდა წყდებოდეს, რა კანონი უნდა მიიღოს ქვეყანამ და რა - არა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები