არჩილ თალაკვაძე - სამწუხაროდ, არ მახსენდება არცერთი დემარში, როცა მართლა აწამებდნენ პატიმრებს

სამწუხაროდ, არ მახსენდება არცერთი დემარში მაშინ, როდესაც მართლა აწამებდნენ პატიმრებს, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მართლა ჯანდაცვის და არაადამიანური მოპყრობის გამო კვდებოდნენ პატიმრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"საჭიროა ელჩებთან შეხვედრა და მათთან ერთად იმ არგუმენტების მეტად განხილვა, რაც სინამდვილეში არსებობს პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან დაკავშირებით. მჯერა, რომ უახლოეს დღეებში ეს შეხვედრა შედგება. 

რაც შეეხება გადაყვანას, არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც მის სამკურნალოდ გადაყვანაზე გვესმის, სინამდვილეში დგას გათავისუფლების მიზანი. მიზანი არის, როგორმე ის გაარიდონ მართლმსაჯულებას, რომელიც სამართლიანმა სასამართლომ, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ უხეშად დაირღვა კანონი და უმძიმეს დანაშაულებს ჰქონდა ადგილი. 

ყველამ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მიმართონ იმისკენ, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება, სრულფასოვანი თანამშრომლობა ექიმებთან მკურნალობის პროცესში. პრობლემა სწორედ ეს არის და არა მისი გათავისუფლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები