პაატა დავითაია - ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით იმოქმედებენ, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცნენ

ყველა ბერკეტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით იმოქმედებენ, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცნენ, - ამის შესახებ პარტია "ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

"ევროპელი სოციალისტების" მიერ გაკეთებული განცხადება, აგვისტოს ომის შემსწავლელი ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც სავარაუდოდ, აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა, არის სახიფათო, ემსახურება აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსული ნარატივის განმტკიცებას და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებას.

აგვისტოს ომის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ, რომელიც მე-7 მოწვევის პარლამენტში შეიქმნა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით მასალები მოიპოვა, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურატურას გადასცა. სწორედ ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ჰააგის პროკურატურამ სანქციები დააწესა.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის მიერ ცალსახად იყო ხაზგასმული, რომ ეს იყო თავდაცვითი ომი საქართველოს მხრიდან, რაც დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ მოპოვებული მასალებით დამტკიცდა. ამ ფონზე, პარლამენტის მხრიდან ახალი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ყველა სამართლებრივი ნორმის უგულებელყოფას, წლების განმავლობაში შექმნილი რუსული ნარატივის გაძლიერებას და განმტკიცებას ნიშნავს.

თუ ხელისუფლება მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, რაზეც ბატონმა მდინარაძემ კომენტარებში ირიბად მიანიშნა, ეს პროცესი მძიმე შედეგით დასრულდება ქართული სახელმწიფოსთვის, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება ხელისუფლებას. ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რასაც მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი მოჰყვება. ჰააგის პროკურატურის სანქციების გაცემის შემდგომ ახალი გამოძიების დაწყება და მათი გამოძიების გადახედვა საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.

ყველა ბერკეტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით იმოქმედებენ, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცნენ. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენებთ პარტნიორებს ევროკავშირში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ნატოს გენერალურ სამდივნოში, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და უშიშროების საბჭოში. მათ უნდა ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა გზას შეიძლება დაადგეს საქართველოს პარლამენტი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით.

მოვუწოდებ მმართველ გუნდს და მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალას, ნუ წამოიწყებენ სახიფათო თამაშს, რომელიც ხელისუფლებისთვისაც ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

უახლესი ამბები