პაატა მანჯგალაძე - ჩემი კანდიდატურა რომ წარედგინა "ქართულ ოცნებას" და ასეთი მხარდაჭერა მქონოდა და ჟივილ-ხივილი, შემრცხვებოდა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენა ხელისუფლებასთან შეთანხმებულია.

"ფორმულას" ეთერში საუბრისას მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ლევან იოსელიანთან პერსონალურად პრობლემა არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი არბიტრი უნდა იყოს და არა  - ოპოზიციის ან ხელისუფლების წარმომადგენელი.

"ჩვენ ვიცოდით პოზიცია, რომ სახალხო დამცველი არ უნდა იყოს არც ოპოზიციიდან, არც ხელისუფლებიდან. სახალხო დამცველი უნდა იყოს მიუკერძოებელი არბიტრი ამ პროცესში და მე ცოტა მეუხერხულება ახლა. ლევან იოსელიანი, რომელიც ოპოზიციის მხარეს ზის მარცხნივ, გამოდის, რომ ხელისუფლებისთვის მისაღებია და ოპოზიცია არ არის, თუ რას გვეუბნებიან, ვერ მივხვდი.

მე არ მგონია, რომ ეს "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების გარეშე სიურპრიზი იყო. ფორმატია გაუგებარი, ჩვენთან არავის უსაუბრია და ამ დროს გარიგებას იწყებ ხელისუფლებასთან, ცოტა უხერხულია. არ ვიცი თუ ვინმესთან იყო კონსულტაციები. თუ საერთო კონსენსუსი იქნება ოპოზიციას შორის, მე არ ვიქნები განხეთქილების ვაშლი, მაგრამ მე მეუხერხულება უბრალოდ. ჩემი კანდიდატურა რომ წარედგინა "ქართულ ოცნებას" და ასეთი მხარდაჭერა მქონოდა და ჟივილ-ხივილი, მე შემრცხვებოდა მაგალითად", - აცხადებს მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები