ნიკა გვარამია - წინა ხელისუფლების ბრალის გარდა, "იპოვნიან" დასავლეთის წვლილსაც ომის დაწყებაში

ესენი თუ არ გავწიეთ, მეგობრებო, რუსულ ენაზე დაწერილი რეალური სახელმძღვანელოთი იმოქმედებენ შეუჩერებლად და უკანმოუხედავად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.

"გუშინ ვწერდი, რომ ისტორიის გადაწერა რუსული Playbook-ის აუცილებელი ნაწილია. ასეთი ცვლილებები სასკოლო კურიკულუმებში და სახელმძღვანელოებში ცვლილებებით ხდება. თუმცა, "ოცნება", როგორც ჩანს, ბევრად მასშტაბური და მძიმე ღალატით დაიწყებს: 2008 წლის ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას შექმნიან. 

წინა ხელისუფლების ბრალის გარდა, "იპოვნიან" დასავლეთის წვლილსაც ომის დაწყებაში. აგერ, კონდოლიზა რაისი სააკაშვილს რატომ იცავს, თავისი აგენტის საქართველოდან გაყვანა უნდათ ამერიკელებს, რომ არ ალაპარაკდეს -  ეს უკვე თქვეს და უფრო გააღრმავებენ აუცილებლად. იტყვიან იმასაც, რომ ჰააგის სისხლის სამართლის  სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, ამ მიზნით იქნა მიღებული. და სააკაშვილის პატიმრობის დროს შეგნებულად დაამთხვიესო. ეს სასამართლოც არაა სანდოო, ამასაც იტყვიან, აუცილებლად.

ესეც დღევანდელი ცუდი, როგორ გადაიფარება ხვალინდელი უარესით. და, ცხადია, საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამაში დასავლეთიც იყო ჩართული, ნებისმიერ კანონზე უარესია, თუნდაც ისეთ კატასტროფულზე, როგორიც აგენტების შესახებ რუსული კანონია.იმედია, იმას აღარ ფიქრობთ, რომ "ამას როგორ იზამენ". იზამენ. ყველაფერს იზამენ, სანამ ივანიშვილს ქვეყანას არ ჩამოვაშორებთ. არც ინჯიას "პარტიის" ინიციატივაზე ვილაპარაკებთ - ეს ისეთივე "პარტიაა" და ისევეა "ოცნების" შემადგენელი დაჯგუფება, როგორც "ხალხის ძალა". 

ესენი თუ არ გავწიეთ, მეგობრებო, რუსულ ენაზე დაწერილი რეალური სახელმძღვანელოთი იმოქმედებენ შეუჩერებლად და უკანმოუხედავად. ამ სახელმძღვანელოს (და პუტინის ბრძანების) თანახმად კი, რაც გაწერილია, იმას არ უნდა გადაუხვიო. არავითარი გამონაკლისები არ დაიშვება - განუხრელად უნდა მიყვე "კლასიკას". 

P.S. ჩვენ რომ ვიტყვით, "ომი ჩვენ დავიწყეთო", ამას რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიერთების "ლეგიტიმურ საფუძვლად" ჩათვლის. ეს უკვე შემდეგი და მარტივად პროგნოზირებადი ნაბიჯია. "უარესი", რომლთაც გადაიფარება ზემოაღწერილი "ცუდი", - წერს გვარამია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები