ირაკლი ბერაია - საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში

“საქართველო არის ევროკავშირის მოკავშირე და უსაფრთხოების საკვანძო პარტნიორი ჩვენს ტურბულენტურ რეგიონში, ხოლო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორობა აღწევს უპრეცედენტო დინამიკას. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ერთგული ვართ ევროპაში უსაფრთხოებისა და დაცულობის პრინციპების და ვდგავართ ჩვენი პარტნიორების გვერდით საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. ჩვენი საერთო ღირებულებების, ჩვენი გამოცდილების, მზაობისა და გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ გვწამს, რომ კიდევ უფრო უნდა გაღმავდეს უსაფრთხოების სფეროში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა”, - განაცხადა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ასევე  გამოთქვა მზაობა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობაზე სტრატეგიულ ჭრილში დასახული პრიორიტეტების განხორციელების მიზნით, მათ შორის ევროკავშირი-ნატოს დიალოგის ფარგლებში, PESCO-ში მონაწილეობით და საერთო მედეგობის გაძლიერების ნაბიჯებით. 

"ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს საქართველოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და სრულად ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომელიც საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) გაძლიერებულმა მისიებმა უნდა უზრუნველყონ ახალ საფრთხეებთან დროული ადაპტირებისთვის და გააძლიერონ მათი ეფექტიანობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების ახალ კონტექსტში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რუსეთზე უნდა განხორციელდეს მუდმივი და მზარდი წნეხი იმისათვის, რომ მან შეუფერხებლად დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ რეგიონებში და შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება”, - განაცხადა ბერაიამ.

კონფერენციას, საქართველოს დელეგაცია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდა; მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2012 წლიდან ტარდება, სადაც მონაწილეობენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების შესაბამისი წევრები და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს მიერ პირველად იქნა მიწვეული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები