ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში ეპარქიის სამღვდელოების კრება გაიმართა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში ეპარქიის სამღვდელოების კრება გაიმართა. პირველი სხდომა 24 თებერვალს ჩატარდა.

ეპარქიის ინფორმაციით, კრებამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული არაერთი საკითხი; მათ შორის:

- დიდმარხვის პერიოდში სამრევლოებში განსახორციელებელი მსახურებები;

- სამრევლოებში არსებული მდგომარეობა და სამღვდელოების ოჯახების სოციალური პრობლემები;

- მრევლთან ინტენსიური ურთიერთობის მნიშვნელობა  და სოციალურ ქსელში სამრევლოების აქტივობების სისტემური მოწესრიგება;

- საქართველოში მომძლავრებული ანტიდასავლური პროპაგანდის ანტისახელმწიფოებრივი (ანტიკონსტიტუციური) ხასიათი;ასევე დისკუსიები გაიმართა და საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა:

- სამხედრო სავალდებულო სამსახურში მართლმადიდებელ სასულიერო პირთა  შესაძლო გაწვევა-არგაწვევის შესახება; 

- სამღვდელოების ოჯახებთან ურთიერთობის საეპარქიო სამსახურის შექმნის საჭიროების შესახებ;სამღვდელოებას დაევალა

- აქტუალურ და პრობლემურ საკითხთა მომზადება და წარმოდგენა შემდგომი საეპარქიო კრების დღის წესრიგის მოსამზადებლად;

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები