ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.

მედიკოსებმა დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს.

"ჩვენ, საქართველოს ექიმებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეც გადის. დრო არ ითმენს. ახლა სიჩუმე და გულგრილობა დაუშვებელია. ჩვენ, ექიმები, ვდგავართ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. ვფიქრობთ, ნიკა გვარამიას გათავისუფლება იქნება სწორი როგორც მორალურად, ასევე, იურიდიულად და დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ამ მეტად მნიშვნელოვან გზაზე. 

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული პრეზიდენტის როლი ამ პროცესში და ასევე ის, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების გზა უმოკლესი გზა მისი შეწყალებაა. პრეზიდენტს მარტივად შეუძლია, გადაჭრას ეს პრობლემა და დაამტკიცოს მის მერ გაცხადებული ევროპული კურსის მიმართ ერთგულება. ამ ქმედითი ნაბიჯით ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. 

ასევე, კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენი - ექიმების, როგორც სამოქალაქო საზოგადოების როლი, შესაბამისად, სრულიად ვუჭერთ მხარს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას და მათ აქტივობას, რაც აბსურდული ბრალდებით, უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებისაკენ იქნება მიმართული", - აღნიშნულია მედიკოსების განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები