ზელენსკი - ახლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელი სამხედროები ერთ-ერთ ურთულეს ბრძოლაში არიან

ახლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელი სამხედროები ერთ-ერთ ურთულეს ბრძოლაში არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დონბასში მებრძოლი ჯარისკაცების გამბედაობა, ძალა და მოქნილობა. ერთ-ერთი ურთულესი ბრძოლაა, მტკივნეული და მძიმე.

მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს, მესაზღვრეს, გვარდიელს, რომლებიც იცავენ ჩვენს სახელმწიფოს ბახმუტის, უგლედარის, ავდეევკის, სევერსკის, სვატოვსკის, ლიმანის და ზაპოროჟიეს მიმართულებებში.

მადლობა თქვენ და თითოეულ მოხალისეს, რომელიც ეხმარება ჩვენს ბიჭებს! მადლობა ყველა ჩვენს ექიმს, სამედიცინო დას, რომლებიც გადაარჩენენ ჩვენი მებრძოლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები