ანრი ოხანაშვილი - უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს უსამშობლო უწოდა.

"უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“, – მიმართა ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

ოხანაშვილმა მანდატურებს მიმართა, სალომე  სამადაშვილი, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე და ანა ნაცვლიშვილი დარბაზიდან გაიყვანონ და წესრიგი უზრუნველყონ.

დეპუტატებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომიტეტზე საკითხის განხილვა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები