მამუკა გამყრელიძე - პროცესი დაჩქარდა, ქვეყანაში აღარ რჩება პოლიტიკისთვის სივრცე

არავითარი პერსპექტივა ბოლშევიზმს არ გააჩნია. ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დასრულდება. როცა გადაშენდება კორუმპირებული, კრებსითი ინჯიების მოდგმა, ბოლშევიზმიც დასრულდება, - აცხადებს პარტია "ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, დიპლომატი მამუკა გამყრელიძე.

"იმ პოლიტიკურ ფარსს, რომელიც დღეს ქვეყანაში ვითარდება და პარლამენტსა და საზოგადოებაში დაპირისპირების საგნად იქცა, კლასიკური საფუძველი არ აქვს. 

ეს დაპირისპირება არ არის არც იდეოლოგიური, არც სოციალური, არც ნაციონალურ ან რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული. ეს არის დაპირისპირება ორ მენტალობას, დასავლურსა და ბოლშევიკურს შორის. 

დასავლური მენტალობა, რომელიც გულისხმობს კანონის უზენაესობაზე აშენებულ მყარ სახელმწიფოს უპირისპირდება დრომოჭმულ ბოლშევიზმს, რომლის საფუძველში უგვანო კუჭის ამოყორვა და ჯიბეების ამოვსება ძევს. 

არავითარი პერსპექტივა ბოლშევიზმს არ გააჩნია. ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დასრულდება. როცა გადაშენდება კორუმპირებული, კრებსითი ინჯიების მოდგმა, ბოლშევიზმიც დასრულდება. ბოლშევიზმი კი თავისით ჩალპება, მაგრამ ამასობაში საქართველოს სახელმწიფო დაკარგავს ძვირფას დროს და მის პოზიციას დემოკრატიულ სამყაროში. 

დავდექით სამწუხარო რეალობის წინ. პროცესი დაჩქარდა. ქვეყანაში აღარ რჩება პოლიტიკისთვის სივრცე. საზოგადოებამ თავად უნდა აირჩიოს სად არის მისი ადგილი.

დასავლური სიკეთეებს ან ყველა მივიღებთ ან მათ მიიღებენ მხოლოდ თანამედროვე ფეოდალები", - აცხადებს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები