ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილეები, სამსახურების და აიპიების უფროსები ესწრებოდნენ. მათ გასული კვირა შეაჯამეს და მომავალ საქმიანობაზე ისაუბრეს.

ამ მომენტისთვის ყველა სოფლის მიმართულებით გაწმენდილია ცენტრალური საავტომობილო გზა. მიმდინარეობს რამდენიმე სოფლის  შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

თოვლის დნობის და ძლიერი წვიმების შედეგად ჭიათურის რამდენიმე სოფელში, დასახლებული პუნქტიდან დაშორებით, მეწყრული პროცესები განვითარდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დაზიანებული ადგილები  გაიწმინდება, ასევე მოხდება გეოლოგების მიერ დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლა.

თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აქცენტი უფუნქციოდ დარჩენილ  შენობებზე გააკეთა და შესაბამისი სამსახურების უფროსებს დაავალა მოახდინონ ისეთი ნაგებობების იდენტიფიცირება, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. შემდგომში კი, ამ მიმართულებით სარეაბილიტაციო პროცესები დაიგეგმოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები