ნიკა მელია - ბოლშევიკური კანონპროექტი არ უნდა გადაიქცეს კანონად

კომუნიზმი დამარცხებულა, ძალიან მძიმე, ვერაგი დიქტატორები დამარცხებულან და ქართველი ხალხის კონსოლიდაციის პირობებში, რასაც ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიც დამარცხდება და ეს რწმენა დღითიდღე უნდა გაძლიერდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

"ჩვენ ვკარგავთ არა უბრალოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ვკარგავთ იმას, რაც უკვე გვაქვს, ანუ ქართულ იდენტობას. მჯერა, რომ ქართული იდენტობის, ქართული სახელმწიფოს ისტორიული მონაპოვრის დაცვა, შესაძლებელია, მხოლოდ დაცულ ერთობაში და ასეთი დაცული ერთობა წარმომიდგენია მე მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ოჯახი, რომელიც იცავს შენს იდენტობას, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც გინადგურებს იდენტობას. 

ბოლშევიკური კანონპროექტი არ უნდა გადაიქცეს კანონად. ბოლშევიკური კანონი გულისხმობს თითოეული თქვენგანის, ჩემი, თქვენი და ყველა მოქალაქის პოზიციის რეგულაციაში მოქცევას. ეს არანაირად არ უკავშირდება გამჭვირვალობას. უკავშირდება სრულ კონტროლს.

ეს გეგმა გულისხმობს სახელმწიფოებრიობისთვის საძირკვლის გამოცლად. ეს არ არის უბრალოდ კანონპროექტი, რომელიც ანტიკონსტიტუციურია, თავდაყირა აყენებს ქართულ სახელმწიფოს.

ახლა ყველანი ჩვენი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ და აი ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ისტორიული არჩევანის გარანტირებულად წესრიგში მოყვანას, სუვერენიტეტს საფრთხე რომ არ დაემუქრება, მერე ყველა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, განსხვავებული ადამიანები გავაკეთებთ სხვადასხვა ტიპის არჩევანს მომავალში, მაგრამ ახლა არჩევანი დგას სხვაგვარად. ისტორიულ მომავალს თუ ვერ იცავ, ასარჩევი მომავალში აღარ დაგრჩება.

კომუნიზმი დამარცხებულა, ძალიან მძიმე, ვერაგი დიქტატორები დამარცხებულან და ქართველი ხალხის კონსოლიდაციის პირობებში, რასაც ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიც დამარცხდება და ეს რწმენა დღითიდღე უნდა გაძლიერდეს. აქ საკითხი ეხება ჩვენს მომავალს", - განაცხადა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები