სალომე სამადაშვილი - თუ ასე გააგრძელებთ, ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს და სწორედ ამ მიზნით მოიგონეთ "აგენტების კანონპროექტი"

პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ევროკავშირის სტატუსის მისაღებად ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებს და სწორედ ამ მიზნით მოიგონა "აგენტების კანონპროექტი“.

"დღეს ჩვენ ქვეყანაში ერთადერთი ომის პარტიაა და მას რუსული ოცნება და რუსი ხალხის ძალა ჰქვია. ეს ხალხი აწარმოებს ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი კონსტიტუციის და ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ. დღეს შეარბილეს ტონი, შეეშინდათ ქუჩაში გამოსული ხალხის, შეეშინდათ ამერიკიდან სპეციალურად ჩამოსული დელეგაციის, შეეშინდათ იმის, რომ შოპინგზე ვეღარ ივლიან ევროპასა და ამერიკაში, იმიტომ რომ სხვა რისთვის დადიხართ იქ არავინ  იცის, თქვენი „ვოიაჟების“ შედეგი არავის  უნახავს. 

ახლა ამბობენ - შევცვლით აგენტის დასახელებას, ოღონდ შინაარსს იგივეს დავტოვებთო. ეს არსად არ გაგივათ, მთელი ეს ამბავი იმიტომ წამოიწყეთ, რომ არაფერს არ აკეთებთ, არანაირ ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებთ და იცით, რომ თუ ასე გააგრძელებთ, ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს და სწორედ ამ მიზნით მოიგონეთ ეს "აგენტების“ კანონპროექტი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები