მიხეილ ყაველაშვილი - არ მოვუხდი ბოდიშს მათ, ვის მიმართაც გამოვიყენე უცენზურო სიტყვები

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის გამო, ბოდიშს უხდის საზოგადოებას, თუმცა არა მათ, ვის მიმართაც უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

"ბოდიშის მოხდა ჩემთვის ნამდვილად არ არის მიუღებელი თემა, საზოგადოებას ნამდვილად ვუხდი ბოდიშს, შეიძლება, ჩემი უცენზურო სიტყვები გაიგონა, ამისთვის ნამდვილად ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იმ ადამიანებს, ვის მიმართაც გამოვიყენე უცენზურო სიტყვები, ნამდვილად არ მოვუხდი ბოდიშს. საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ადამიანებმა უნდა იცოდნენ სიტყვა მოღალატის მნიშვნელობა. არის ქვეყნები, სადაც საკმაოდ დიდი სასჯელია, ხვრიტავდნენ ხოლმე ადამიანებს მოღალატეობის გამო და უნდა დაფიქრდნენ. შემდეგ გამოასწორა და ვეღარ გაბედა ამ სიტყვის თქმა. ამიტომ ადამიანმა, პოლიტიკოსია თუ სხვა, ფაქტებით უნდა ისაუბროს. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მე ფაქტებით ვსაუბრობ.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩატარდეს პარლამენტში საკომისიო გამოძიება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უღალატა სამშობლოს, ტერიტორიები ჩააბარა მტერს და შემდეგ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც საკუთარ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება, ამის შემდეგ 30 სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა მტერს, რუსეთს და არანაირი სანქცია არ დაუწესებია. ეს ძალა გახლავთ, ამ ძალას არც ბოდიში მოუხდია ქართველი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები