რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ 5 ქართველზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლ 5 ქართველზე ძებნა გამოცხადდა, სამს ბრალდება წაუყენეს.

"უკრაინის მხრიდან უცხოელი დაქირავებული პირების საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში გამოძიებამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ადრე დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 

ამასთან, მოიპოვეს მტკიცებულებები „ქართულ ეროვნულ ლეგიონში“ საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის მონაწილეობის შესახებ, მათ მსგავსი ბრალი ედებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, "ახლა მიმდინარეობს სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულთა დევნისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები