პოლიციელების მხრიდან ზურაბ ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის დროს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეს და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეს დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები