თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გმირების ოჯახებს ესტუმრა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან ერთად იმ გმირების ოჯახებს ესტუმრა, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შესწირეს.

ხელმძღვანელმა პირებმა გმირების დედებსა და ოჯახებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს, ასევე ყვავილები და სიმბოლურ საჩუქრები გადასცეს.

"ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებზე ზრუნვა, ყურადღება და თანადგომა“, -აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ.

მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით, სიმბოლურ საჩუქრები გადაეცა მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს, მათ შორის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს გაწეული სამსახურისთვის.

უახლესი ამბები