ხატია დეკანოიძე - ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო სხვანაირად შეხედა საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებამ

ეს არის მონაპოვარი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე, ეს არის მონაპოვარი, რომ ჩვენს ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"პირველ რიგში, მინდა ახალგაზრდებს და ყველა ადამიანს ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იყო მათი გამარჯვება - შეიძლება მცირე, მაგრამ გამარჯვება და იმის ნიშანი, რომ საქართველო არასდროს აღარ მობრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ეს საქართველოს საზოგადოებამ, ძალიან ღიად, გასაგებად ახალგაზრდებმა, ახალმა თაობამ უთხრა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მათ, ყველას ეტყობოდათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები მორალურად გაანადგურა. ასე  ისარგებლა და მერე უთხრა, არა, ახლა წინააღმდეგ დააჭირეთ ხელი იმაზე, რაზეც აქამდე მიეცით "კი". ეტყობოდათ სახეზე - ჩუმად შემოვიდნენ და გავიდნენ. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დიდი გამარჯვება მოსაპოვებელი გვაქვს და ეს გამარჯვება არის ერთიანობით საქართველოს ევროკავშირში შესვლა, კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლება.

ეს არის მონაპოვარი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე, ეს არის მონაპოვარი, რომ ჩვენს ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება და რა თქმა უნდა წინ დიდი, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და ეს არ არის ის, რამაც შეიძლება ჩვენ ყველა დაგვაკმაყოფილოს. მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო სხვანაირად შეხედა საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებამ", - განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები