ირაკლი ქადაგიშვილი - ამ საპროტესტო დღეებმა დაგვანახა, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც არ გაიგონებს თავისი ახალგაზრდის გულის ნათქვამს და რომელიც წელში გადატეხავს თავის მოქალაქეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი  7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ საპროტესტო აქციას ეხმიანება. 

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, ამ საპროტესტო დღეებმა დაგვანახა, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც არ გაიგონებს თავისი ახალგაზრდის გულის ნათქვამს. 

მისივე თქმით, იმ ახალგაზრდებს არ უნდათ ის, რაც უნდათ რადიკალური ოპოზიციის მესვეურებს და ამის ლუსტრაციაც ნათლად მოხდა.

"ამ საპროტესტო დღეებმა ხელისუფლებასაც და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრსაც დაგვანახა ორი რამ. პირველ რიგში, ხელისუფლებას დაანახა, რომ რაღაც საკითხთან დაკავშირებით, მას გაცილებით მეტი მუშაობა სჭირდება ხოლმე, ვიდრე რაღაც საკამათო საკითხი შემოდის. მეორე, ხალხმა დაინახა ერთი რამ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც არ გაიგონებს თავისი ხალხის და მით უმეტეს, ახალგაზრდის გულის ნათქვამს, ეს ხელისუფლებაა აგრეთვე  ის ხელისუფლება, რომელიც არ გადატეხავს წელში თავის მოქალაქეს და ეს ხელისუფლებაა ის ხელისუფლება, რომელიც არა მარტო დეკლარირებულად ამბობს რომ მე მინდა მშვიდობა, სტაბილურობა და ამ ქვეყნის ღირსებით სვლა ევროპისკენ მიმართულებით, არამედ ამას საქმით ახორციელებს. ზუსტად ვხედავთ სად იმალება ამ შემთხვევაში ის პროვოკაცია, რომლის მოწყობასაც ეს ადამიანები ცდილობენ და რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ და საზოგადოებამ დაინახა ისიც, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმები, მიუხედავად ამ პროტესტისა, შეუსრულებადია იმიტომ, რომ იგივე იმ ახალგაზრდებს არ უნდათ ის, რაც უნდათ ამ რადიკალური ოპოზიციის მესვეურებს და ამის ლუსტრაციაც მოხდა ნათლად. ამიტომ ეს გეგმები შეუსრულებელი იყო და შეუსრულებლად დარჩება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები