ლევან ხაბეიშვილი - ხვალ ჩვენი წარმომადგენლობა წავა სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები ხვალ სტრასბურგში გაემგზავრებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავენ.

"შავით თეთრზე დაწერეს ევროპარლამენტარებმა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტის მსხვერპლი, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ნახეს ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ახლა უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღიად და დაუფარავად მოუწოდებს რუსულ ხელისუფლებას საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ.  

იმ პირობებში, როცა ცივილიზებული სამყარო გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ქვეყანას, იმისთვის, რომ შემოდგომაზე საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უმნიშვნელოვანესია შესრულდეს ის პრიორიტეტები, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს და არცერთი წუხილი არ დავუტოვოთ იმ 27 ქვეყნის მთავრობას, რომელმაც საბოლოო ჯამში, უნდა გაუღონ საქართველოს კარები და მიიღონ ოჯახში.

უმნიშვნელოვანესია მათი რეკომენდაციების, მოთხოვნების, მათი წუხილების დადასტურება და ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, საფრანგეთის პრეზიდენტის ღია გზავნილი საქართველოს რუსული ხელისუფლებისთვის.

საზოგადოებას მინდა, მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხვალ ჩვენი წარმომადგენლობა, პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები