ზურაბ ჯაფარიძე - უნდა ავარჩიოთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, კონკრეტული მოთხოვნები და უნდა ვცადოთ, ყველამ ერთად კონსოლიდაცია

უნდა ავარჩიოთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, კონკრეტული მოთხოვნები და უნდა ვცადოთ, ყველამ ერთად კონსოლიდაცია, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გიორგი ვაშაძესთან და ელენე ხოშტარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გასულმა დღეებმა აჩვენა, რომ სისტემა, რომელსაც ვებრძვით, არც ისე ძლიერია და არსებობს გზა, როგორ შეიძლება ამ სისტემას დავახევინოთ უკან. ეს იყო ერთი ბრძოლა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ივანიშვილმა უკან წაიღო რუსული კანონი, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და გვესმის, რომ საზოგადოებაში არის ძალიან მაღალი მოლოდინი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი და გვესმის, რომ ეს პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რამ მოიტანა ეს გამარჯვება. ჩვენი აზრით, ეს იყო ის, რომ იყო ძალიან გასაგები კონკრეტული მოთხოვნა, რა იყო გასაკეთებელი, ეს იყო დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაფიო, არაორაზროვანი გზავნილები, რა იყო გასაკეთებელი და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყო სრული კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით მთელი საზოგადოების.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ქვეყანას ახლა არ აქვს, არც ამაზე მნიშვნელოვანი ისტორიული შანსი ამ ქვეყანას ახლა არ აქვს. ფორმულა გვაქვს, ვნახეთ წინა დღეებში, როგორ არის შესაძლებელი, რომ სისტემამ უკან დაიხიოს. ამ ფორმულის გამოყენებით, უნდა ავარჩიოთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, კონკრეტული მოთხოვნები და უნდა ვცადოთ, ყველამ ერთად კონსოლიდაცია, როგორც საგარეო ფრონტზე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან გასაგები გზავნილები იყოს და უნდა ვცადოთ კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, ყველა პოლიტიკური ძალის, სამოქალაქო სექტორის და ცნობადი სახეების. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები, ვაპირებთ ამ კონსულტაციების გაგრძელებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები