გიორგი ვაშაძე - არც ერთ ახალგაზრდას არ დაადოთ ხელი და არც ერთ მშვიდობიან მანიფესტანტს

არც ერთ ახალგაზრდას არ დაადოთ ხელი პირდაპირ გეუბნებით და არც ერთ მშვიდობიან მანიფესტანტს, ჩვენ ყველას დავუდგებით გვერდში და ერთიანობით არავის მივცემთ პასუხისგებაში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობამ შედეგი მოიტანა, მაგრამ საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს.

"ძალა ერთობაშია და ნამდვილად, ერთიანობამ მოიტანა ეს შედეგი, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ ვნახეთ, რომ დაიხიეს უკან, რუსული კანონი გაიტანეს, მაგრამ რეჟიმი კვლავ არის ამ ქვეყანაში, რომელიც არის რუსეთთან კვლავ სინერგიაში საუბრობს კონკრეტული მესიჯებით.

ჩვენ ვნახეთ გუშინ ღარიბაშვილი როგორ თავხედურად, როგორ მხდალად იხსენიებს ახალგაზრდებს, როგორ იმუქრება კიდე იქით და მისი მუქარის არავის არ ეშინია. ვეუბნები პირადად ღარიბაშვილს, არც ერთ ახალგაზრდას არ დაადოთ ხელი პირდაპირ გეუბნებით და არც ერთ მშვიდობიან მანიფესტანტს, ჩვენ ყველას დავუდგებით გვერდში და ერთიანობით არავის მივცემთ პასუხისგებაში. პირიქით, პასუხისგებაში უნდა მიეცეთ თქვენ, ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბიეთ და კონკრეტული პასუხისმგებელი პირები არის გამოსაყოფი ამ შემთხვევაში. 

მეორე ამოცანა, რაც გვაქვს, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. არსებობს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები ევროკავშირის მხრიდან გადადგას ნაბიჯები, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ვეუბნები იგივე კობახიძე-ღარიბაშვილს და ამ რეჟიმს, რომ თქვენი თაღლითური კანონები ამიერიდან აღარ გავა და უნდა იყოს სწორედ ისეთი ინიციატივები, რომლებიც ამ მოთხოვნებს შეასრულებს", - განაცხადა ვაშაძემ ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები