ლევან ხაბეიშვილი - უნდა იცოდეთ ერთი რამ: ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება

უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული - ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება, გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლეთ, არავინ არ მოგვცემს ამ კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა გუშინ რეპრესიები დააანონსა.

"გუშინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს, თამუნას, ლიკას, მაკას, გიორგის, დათოს, ყველას სახლებში შეუვარდება თურმე, ყველას დააიდენტიფიცირებს და დააანონსა რეპრესიები. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აი, ეს ჩუჩელა გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო და ყველაფერი ამ საქმენი საგმირონის უკან, ცხადია, იდგა რუსი ოლიგარქი. ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული - ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება, გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლეთ, არავინ არ მოგვცემს ამ კანდიდატის სტატუსს.

გუშინ ამ სათამაშო ჩუჩელამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კი არ ნანობენ ამ კანონს, ან კი არ გაიაზრეს, რომ იყო ანტიკონსტიტუციური, ან იყო რუსული, ხელს უშლიდა ევროპულ მომავალს, ეს არ გაუაზრებიათ, უბრალოდ ტაქტიკურად უკან დავიხიეთო, თორემ ვინმეს არ ეგონოს, რომ ევროპული გზა გვაინტერესებსო და მეტიც, მოჰყვა ევროპარლამენტარების ლანძღვას და მოუწოდა, თქვენი საქმე აკეთეთ და ჩვენ რომ რუსეთში მიგვყავს ეს ხალხი, ნუ ერევით ამ საქმეშიო.

ეს იყო მთელი პათოსი გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის, რომელმაც გვაუწყა, რომ არანაირი სტატუსი მათ არ აინტერესებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება მარტივი კითხვა: ევროპარლამენტარებმა, იმ ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებსაც ლანძღავს და აგინებს, იმ ხალხმა უნდა მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და როცა ასე იქცევა ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩუჩელა, ვის წარმოუდგენია, რომ ჩვენს ქვეყანას მისცემენ სტატუსს ამ პირობებში? ამიტომ, მაშინ როდესაც ამ კაცმა დააანონსა რეპრესიები, რომ ყველას თურმე სახლში შეუვარდება, ჩვენც ყველანი დაგიმახსოვრეთ ბატონო ჩუჩელა თქვენც, ირაკლი კობახიძეც, ყველა დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს ხმა მისცა, ყველანი დამახსოვრებულები ხართ, რომ დაგვავიწყდეთ, ისტორია აუცილებლად დაწერს თქვენს შესახებ.

ამიტომ, ჩვენ უკვე დაგიმახსოვრეთ, ამიტომ გაფრთხილებთ, რომ ამ ახალგაზრდებს, არც ერთს თითი არ დაედოს და მესამე, დღეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს და იცოდეს, ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს და უნდა იცოდეთ ერთი რამ: ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები