მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

ამავე განაჩენით ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ბრალდებულმა კონფლიქტის დროს მეზობელი, შვილების თანდასწრებით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მეორე ბრალდებული, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 2022 წლის 19 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა, ხოლო მეორე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", - აცხადებენ პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები