ირაკლი ზარქუა - მადლობა ღმერთს, რომ უსისხლოდ დასრულდა ის, რაც ამ ორი დღის განმავლობაში ხდებოდა

მადლობა ღმერთს, რომ უსისხლოდ დასრულდა ის, რაც ამ ორი დღის განმავლობაში ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ორი გვამის ავტორები იდგნენ ამ აქციების უკან, მათ შორის, ის ჯგუფები, ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, სისხლი დაეღვარათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. 

"მადლობა პოლიციას, იმ მაგარ ბიჭებს, რომლებიც მერაბიშვილისა და ამ ხელმოცარულების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოეგნენ. ჩვენს ხვალინდელ ევროპულ მომავალს საფრთხე არ ემუქრება. მცდელობა იყო ადამიანების შეცდომაში შეყვანის.

ჩვენს ინიცირებულ კანონპროექტს რაც შეეხება, გარკვეულწილად ჩვენი პრობლემა იყო, რომ მოსახლეობას, ახალგაზრდებს წინასწარ არ ავუხსენით, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი ქვეყანა იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად მაგარი ქვეყანა გვაქვს, მათ შორის გეოგრაფიული მდებარეობით, რომ სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან ყველა ქვეყანას აქვს ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ. რუსეთი და პუტინი არის საქართველოს ოკუპანტი, მტერი, მაგრამ იმათ არ უნდა დავუჯეროთ, ვინც რუსულ ჯარს შემოუძღვა ქვეყანაში. მაგალითად, მერაბიშვილი ამბობს, რომ მთავარი ამოცანაა, გადატრიალება მოახდინონ, რათა შემდეგ პროუკრაინული მთავრობა მოვიდეს. ეს ნიშნავს, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას. ვერ ეღირსებიან. არ აქვს მნიშვნელობა, "ქართული ოცნება“ ან ზარქუა იქნებიან თუ არა პოლიტიკაში, ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს, რომ ეს მწვალებლები მოვიდნენ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი გაიხსნას“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები