უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 160 540 (+740) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 14.03.2023-მდე: ტანკები - 3 484 (+10), ჯავშანტექნიკა - 6 789 (+15), საარტილერიო სისტემები - 2 519 (+16), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 495 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 260 (+1), თვითმფრინავი - 304 (+0), ვერტმფრენები - 289 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 120 (+11), ფრთოსანი რაკეტები - 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5 367 (+13), სპეციალური ტექნიკა - 256 (+5).