იმერეთის რეგიონის მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ხელოვნების აკადემიის ხელმძღვანელის, ცნობილი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივით იმერეთის რეგიონის მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც იმერეთის 7 მუნიციპალიტეტის მუსიკალური სასწავლებელი მონაწილეობდა.

ღონისძიებაზე ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრის წოდება მიენიჭა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის" თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელს მარინა კვერნაძეს, ხოლო ამავე სკოლის პედაგოგები: მზევინარ შავგულიძე, ზეინაბ ავალიანი, ლეილა ნამგალაძე და დარეჯან კოვზირიძე დაჯილდოვდნენ ხელოვნების აკადემიის სიგელებით, მოსწავლეთა წარმატებულად წარმოჩენისა და ქალაქის მუსიკალურ - საგანმანათლებლო სივრცეში შეტანილი წვლილისათვის.

"ვულოცავთ ჩვენს ღვაწლმოსილ და გულისხმიერ პედაგოგებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი მართლაც სანიმუშოდ ემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდის საქმეს. ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

უახლესი ამბები