ედუარდ სააკაშვილი - მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე, სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ დავეხმაროთ

ვფიქრობ, როდესაც მამაჩემი გამოჯანმრთელდება და შეძლებს საზღვარგარეთ მკურნალობას, ეს დიდწილად იქნება ამ დარბაზში და მის მიღმა მყოფი ხალხის დამსახურება, ვინც გვეხმარება ამ ბრძოლაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვაჟმა სტრასბურგში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ედუარდ სააკაშვილის განცხადებით, როდესაც მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ერთი წლის წინ საუბრობდა, ხელისუფლება ამას სიმულაციად და სიცრუედ აფასებდა, თუმცა ბოლო პერიოდში მთავრობის ეს ხაზი შეიცვალა და ახლა აღიარებენ, რომ საფრთხე მართლაც რეალურია, თუმცა ამ საფრთხეს სუიციდურ მიზნებს უკავშირებენ.

"გასულ თვეს, მას შემდეგ რაც ექიმებმა გასინჯეს მამაჩემი, მათ შორის უცხოელებმა აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან და დაასკვნეს, რომ ვითარება საგანგაშოა, მთავრობის ჰოსპიტალმა, სადაც მამაჩემი წევს, გამართა თავისი პრესკონფერენცია და განაცხადეს, რომ დიახ, სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია, ცუდია და უარესდება. ახლა საქართველოს მთავრობა უკვე აღიარებს, რომ აქ ყალბი არაფერია და საფრთხე რეალურია. გარდა ამისა, დაამატეს, რომ ეს არის სუიციდური საქმე. გარწმუნებთ, რომ ეს ასე არაა. მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე და ჩვენ სწორედ ამიტომ ვართ აქ, გვინდა დავეხმაროთ.

რაც გვაიმედებს, არის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა და ყურადღება ამ საკითხის მიმართ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ეს გაგრძელდეს. მადლიერი ვარ ყველასი ამ დარბაზში და მის მიღმა, ვინც გვეხმარება, შევინარჩუნოთ ეს ინფორმირებულობა. ბოლო დღეებში ვიხილეთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, უკრაინის პრეზიდენტმა, ევროკავშირის 28 წევრმა, "ჰუმან რაითს ვოჩმა“, "ამნესთი ინთერნეიშენალმა“ მოუწოდეს გათავისუფლებისკენ. ასევე, ევროპის პარლამენტმა მიიღო არაერთი რეზოლუცია“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები