თეა წულუკიანი - ის, რომ არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება დასანანი, სანანებელი

ძალიან მალე დავინახავთ, რომ არა მხოლოდ კანადა, არამედ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული მსგავსი კანონი, ეტაპობრივად მიიღებს, დასანანია, რომ საქართველო არ იქნება მათ რიცხვში, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"ის, რომ ჩვენ, საქართველოს, და არა ხელისუფლებას, არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი აზრით, იქნება დასანანი, სანანებელი. არ არის გამორიცხული, რომ ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ჰქონდეს საკმაოდ მძიმე შედეგიც. რეალობა არის ის, რაც არის. იმ კონტექსტში ერთადერთი სწორი, გონივრული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო კანონის გაწვევა. სხვა გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, მაგრამ შედეგიც უნდა გვესმოდეს, რაც დადგა. ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ, რომ არა მხოლოდ კანადა, რომელიც ევროპული კონტინენტი არ გახლავთ, მაგრამ მაღალი ხარისხის დემოკრატიული და ლიბერალური ქვეყანაა, მას ვერ დააბრალებ, რომ არის რუსეთი ან რუსეთის პროვინცია, არამედ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული, ეტაპობრივად მიიღებს სწორედ უცხო ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის ან კონტროლის შესახებ კანონს. დასანანია, რომ საქართველო არ იქნება მათ რიცხვში.

ჩვენ, ყველას გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ხელისუფლებას, პირველ რიგში, პროფესურასა და ლექტორებს, აკადემიურ პერსონალს, რომ როდესაც გავა წლები, ყველა იყოს მშვიდად იმასთან დაკავშირებით, რომ აღზარდა ღირსეული მომავალი თაობა, რომელიც შემდეგ ინფორმირებულად, თავისუფლად, დამოუკიდებლად და არა ვინმეს წნეხის ან ბულინგის ქვეშ მიიღებს გადაწყვეტილებას. როდესაც ინფორმირებულია ახალგაზრდა, ის აუცილებლად მიიღებს საქართველოსთვის საჭირო და აუცილებელ გადაწყვეტილებას. პრობლემა არის, როდესაც ის არ არის ინფორმირებული ან იმყოფება არნახული წნეხის ქვეშ, როგორც ეს ვნახეთ არა მხოლოდ ახალგაზრდებზე, არამედ ზრდასრულ ადამიანებზეც, რომელსაც ზოგიერთმა მათგანმა, სამწუხაროდ, ვერც კი გაუძლო. 

ჩვენ ალბათ, მაინც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, რომელშიც ძალიან ბევრი თაობის, ჩვენი წინაპრების, უშუალო წინაპრების და ჩემი თანატოლების სისხლია ჩადებული, ეს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ყველამ ერთად დავიცვათ, არ ავყვეთ პანიკას, ისტერიკას, რადგან ამის ფუფუნება არ გვაქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები