"მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტს, გამოიჩინონ სოლიდარობა ამ ორ უნივერსიტეტთან მიმართებაში"

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია უნივერსიტეტებს  "საქართველოს უნივერსიტეტისა" და  "თავისუფალი უნივერსიტეტის" სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.

"გვინდა გამოვეხმაუროთ, "ქართული ოცნების" მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომელიც სხვა არაფერია თუ არა განტევების ვაცის ძიება გაბრაზებული ხელისუფლების მხრიდან და რეპრესიების დაწყება.

ჩვენ დავინახეთ, რომ უპირველესად "საქართველოს უნივერსიტეტსა" და მერე "თავისუფალ უნივერსიტეტზე" თავდასხმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, შეუტიოს იმ თავისუფალ სივრცეებს, სადაც ადამიანები ცდილობენ მიიღონ განათლება და ეზიარონ დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს შეტევა მიზნად ისახავს ამ თავისუფალი ადამიანების გაქრობას ამ ქვეყანაში. 

მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტს, გამოიჩინონ სოლიდარობა ამ ორ უნივერსიტეტთან მიმართებაში. თუ დღეს ჩვენ გავჩუმდებით, ხვალ ყველა უნივერსიტეტს მიადგება ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლება არის გაბრაზებული და ეძებეს მიზეზებს, რომ ყველა დასაჯოს. ამიტომ არ შეიძლება ამ საკითხის ყურადღების მიღმა დატოვება. 

მოვუწოდებ უნივერსიტეტებს, ჩვენ გამოვხატავთ დღეს სოლიდარობას, მაგრამ სოლიდარობა უნივერისტეტების მხრიდან ამ ორი უნივერსიტეტის მიმართ, არის უმნიშვნელოვანესი",- განაცხადა კორძაიამ. 

ხატია დეკანოიძის შეფასებით, მმართველი პარტიისთვის განათლებული, პატრიოტი და თავისუფალი ახალგაზრდები საფრთხეს წარმადგენენ.

"ყველა ის ახალგაზრდა და საქართველოს ახალგაზრდები ყოველთვის იქნებიან დემოკრატიის და საქართველოს მომავლის სადარაჯოზე. ეს დაამტკიცა იმ პროტესტმა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. განათლებული და ძალიან პატრიოტი თაობა, ის ადამიანები, ვინც სწავლობენ და თან მუშაობენ, როგორც ჩანს, არის ძალიან დიდი საფრთხე ამ ხელისუფლებისთვის და ამ ხელისუფლების პირველი ნაბიჯი სწორედ პროტესტის შემდეგ იყო პირდაპირ დარტყმა განათლებაზე, უნივერსიტეტებზე, "ფრანკლინის კლუბზე". ეს არის ზუსტად მათი შემდეგი ნაბიჯი - ახალი რუსული კანონების პარალელურად, განათლებაზე, თავისუფალ სივრცეებზე დარტყმა. 

ყველა ჩვენგანი, არა მხოლოდ განათლების სფეროში, ყველა ადამიანი უნდა იყოს სოლიდარული სტუდენტების, უნივერსიტეტების, პროფესორების და იმ სივრცეების, სადაც ახალგაზრდები თავისუფალ გარემოში იღებენ ცოდნას. არავითარი რეპრესიების საშუალებას არ მივცემთ ოცნებას", - განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები