გივი მიქანაძე - საუკუნის თაღლითობად შეიძლება შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წარმოებული "ფეიკ კამპანია“, როდესაც კანონპროექტი რუსულად შერაცხეს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიწვია,  შეიძლება ითქვას, რომ თავისი ფუნქცია დიდწილად შეასრულა, რადგან ძალიან ბევრი ორგანიზაციის, პოლიტიკური სუბიექტის თუ კონკრეტული ინდივიდის მხილება მოხდა,  ბევრმა მათგანმა  თავის თავი  ამოიცნო, როგორც ამ კანონპროექტის სუბიექტებმა. საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, ვინ რომელ მხარეს დგას და გაჩნდა წარმოდგენა იმისა, რეალურად რას ემსახურებოდა ეს კანონპროექტი  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საუკუნის თაღლითობად შეიძლება შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წარმოებული "ფეიკ კამპანია“, რომელიც მათ გააღვივეს და კანონპროექტი რუსულად შერაცხეს. 

"ყველამ ძალიან კარგად იცის და პირველ რიგში თვითონ რადიკალებმა, რომ ეს იყო ამერიკული ვერსიის ქართული ლიბერალური ვარიანტი, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამაში ყოველდღიურად  ვრწმუნდებით, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც ვხედავთ, რომ კანადაში, დიდი ბრიტანეთში და უკვე  ევროკავშირშიც დაიწყეს მსგავსი კანონპროექტების შემუშავებაზე და მიღებაზე ღიად და საჯაროდ საუბარი. ისმის ძალიან ლოგიკური კითხვა, რატომ არ შეიძლებოდა, მსგავსი კანონი შედარებით ლიბერალური ფორმით, რომლის ერთადერთი მიზანი მხოლოდ გამჭვირვალეობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშგება იყო, არ შეიძლებოდა მიღებულიყო საქართველოში.  ეს არის თაღლითური და დესტრუქციული კამპანიის შედეგი. იმ ადამიანების  უდიდეს ნაწილს, რომელიც კანონპროექტს აპროტესტებდა, სამწუხაროდ მისი შინაარსი წაკითხული არც აქვს, ხოლო იმ ნაწილმა, რომელსაც  წაკითხული აქვს, როგორც ჩანს, საკუთარი თავი ამოიცნეს ამ კანონპროექტში და შესაბამისად, სწორედ ეს იყო მათი მხრიდან გაღიზიანების და კანონპროექტის მიმართ ასეთი აგრესიული გამოხატულების ფონი. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ამ კანონპროექტმა თავისი ფუნქცია გარკვეულწილად შეასრულა. საზოგადოება ნელ ნელა იმასაც ხვდება, რომ კანონპროექტი რეალურად ქვეყანაზე და საზოგადოებაზე ორიენტირებული იყო და აბსოლუტურად შორს იყო იმ ქვეტექსტებიდან და მიზნებიდან, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გასულ დღეებში აჟღერებდა და რითაც ძალიან ბევრი ადამიანი მოატყუეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და დღესაც ცდილობენ, ეს კამპანია გააგრძელონ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები