მამუკა მდინარაძე - ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას

მძიმე მოსასმენია "ნაცმოძრაობის“ ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის საქართველოსთვის დამაზიანებელი ის განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

"ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას, ლობირებენ იმ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა, საქართველოს ხელისუფლებას რამენაირად გააშავოს და მიაწებოს პრორუსის იარლიყი.

საუკუნის აფიორა დასჭირდებათ პიარკამპანიის სახით, თუ რაც არ უნდა დასჭირდეთ, ისინი ცდილობენ, თავიანთ ლობისტებთან ერთად, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაარქვას პრორუსი. ავიწყდებათ ერთი მთავარი რამ, მათ მეთოდი აქვთ გაღმა შედავების, თუ საუკეთესო თავდაცვა რომ თავდასხმაა, აი, ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით, თავის პიარს ალაგებენ და ამ კომპლექსით მოქმედებენ, ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რაც თავად გააკეთეს. ამ შემთხვევაში, ასეთი განცხადებებით იყო იმ ნარატივის ლობირება, რომელიც ემსახურება „ნაცმოძრაობის“ კომპლექსის მოხსნას და იმ მიზანს, მათ სტრატეგიას, რომ საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები