მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის, იმ ბნელი წარსულის, მწამებელი სისტემის კუჭზე გადიოდეს საქართველოს მომავალი

საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება სააკაშვილი და მისი ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მომავალი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ბნელი წარსული. ადამიანს შეუძლია, მეტი შეჭამოს და მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრას. მის ჭამასა და კუჭზე თუ ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია. ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ამ ქვეყანას ვერც სანქციას დააკისრებს ვერავინ და ვერც ვერავინ დაემუქრება იმის გამო, რომ სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. დაინტერესებული პირებისგან ყოველთვის შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები, მაგრამ რეალობა სხვაა. 

საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, ასეთი ჩანაწერი, თქვენც კარგად იცით, რომ ქართულ კანონმდებლობაში არ მოიძებნება, ეს ერთი, და რომც მოიძებნებოდეს ასეთის საფუძველი არ არის. მხოლოდ ერთი შეგვიძლია დავამატოთ, წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის, იმ ბნელი წარსულის სისტემის, მწამებელი სისტემის კუჭზე გადიოდეს საქართველოს მომავალი, ამის დალაგება გინდათ თქვენ და ამ ნარატივს არავინ დაგალაგებინებთ ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ყველას ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს.

ასეთი რაღაც შთაგონებები, შეგონებები, მუქარები წარმოუდგენელი, დამაზიანებელი, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს კაცი არის ბნელი წარსული, იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა ციხეში. ასეთი სისტემის შემქმნელ ე.წ. პრეზიდენტის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები