ISW - უკრაინელ სამხედროებს შესაძლებლობა აქვთ, განაახლონ ინიციატივა ფრონტზე

წინა კვირებთან შედარებით, რუსული შეტევის საერთო ტემპი შენელებულია. უკრაინის ჯარებს შესაძლებლობა აქვთ განაახლონ ინიციატივა ფრონტზე, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) წერს.

ISW აღნიშნავს, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსებმა მხოლოდ მინიმალურ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს ლუგანსკის რეგიონში. ამავდროულად, უკრაინელებმა მოახერხეს კონტრშეტევების განხორციელება და რეგიონში გარკვეული ტერიტორიების დაბრუნება.

სპეციალისტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბახმუტში და მის მიდამოებში თავდასხმების შესამჩნევი კლება დაფიქსირდა.

"ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ცოტა ხნის წინ  საბრძოლო მასალის ნაკლებობისა და მძიმე ბრძოლების ქალაქის შემოგარენში გაფართოების გამო ჩიოდა“, - აღნიშნავს ომის შესწავლის ინსტიტუტი.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბახმუტზე რუსი ოკუპანტების შეტევა უფრო და უფრო უახლოვდება კულმინაციას.

"რუსები არ ახორციელებენ აქტიურ ან წარმატებულ შეტევით ოპერაციებს ფრონტის სხვა სექტორებში და რაც მეტად შენელდება ტემპი, უკრაინულ ძალებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ განაახლონ ინიციატივა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ISW-ის ძირითადი დასკვნები:

საერთაშორისო ჟურნალისტებმა მოიპოვეს კრემლის გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი მოლდოვას დესტაბილიზაციისა და რუსეთის გავლენის სფეროში 2030 წლამდე რეინტეგრაციის შესახებ.

14 მარტს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მონაწილის "დისკრედიტაციისთვის“ დასჯის შესახებ, რომლის მიზანიც რუსულ საზოგადოებაში თვითცენზურის დანერგვაა.

მოსკოვის მუდმივი მცდელობა, წარმოაჩინოს უკრაინაში ომი, როგორც ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის, საჰაერო თავდაცვის დამატებითი დანადგარების დაყენებით იმ ადგილებში, სადაც საომარი მოქმედებები არასოდეს განხორციელდება, იწვევს შიდა ნეგატიურ რეაქციას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოიყენა 15 მარტის შეხვედრა რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან, რათა კიდევ უფრო გაეძლიერებინა თავისი, როგორც ომის დროს "ეფექტური ლიდერის" რეპუტაცია.

15 მარტს პუტინი მოსკოვში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.

რუსულმა ძალებმა არ განახორციელეს რაიმე დადასტურებული სახმელეთო შეტევა სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით და განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები სვატოვო-კრემენაიას ხაზზე.

რუსეთის ჯარები ახორციელებდნენ სახმელეთო შეტევებს ავდიივკა-დონეცკის ხაზზე.

როგორც ცნობილია, კრემლმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 1 აპრილიდან 400 000 საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის ორგანიზება დაავალა.

მელიტოპოლში, ზაპოროჟიეს ოლქში, უკრაინელმა პარტიზანებმა მოღალატის ლიკვიდაცია მოახდინეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები