უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საფრანგეთიდან პირველი მსუბუქი ტანკები AMX-10RC მიიღო

საფრანგეთის მიერ 2023 წლის იანვრის დასაწყისში დაპირებული AMX-10RC ბორბლიანი ტანკების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ.

მისივე თქმით, ზოგიერთი მათგანი უკვე ფრონტის ხაზზეა.

"მე განვიხილავ სესიების მეორე ტალღის გამართვის შესაძლებლობას. მე ვამზადებ არაერთ გადაწყვეტილებას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის", - განაცხადა ლეკორნუმ.

AMX-10RC ფრანგული მძიმე ჯავშანმანქანაა, რომელიც ხშირად კლასიფიცირდება როგორც ბორბლიანი ტანკი.

ცნობილია, რომ AMX-10RC მასობრივი წარმოება იყო 1976 წლიდან 1994 წლამდე, სულ დამზადდა ამ ტიპის 457 ჯავშანმანქანა. მათგან 337 საფრანგეთის არმიაში შევიდა სამსახურში, კიდევ 120 მანქანა ექსპორტირებული იქნა მაროკოსა და კატარში.

ეს არის ექვსბორბლიანი 16,6 ტონა მასის ჯავშანმანქანა, აღჭურვილი 105 მმ კალიბრის სატანკო ქვემეხითა და 48 ჭურვის მარაგით, შეიარაღებულია, ასევე, ერთი 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით და ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალური, 85 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

ფრანგული ბორბლიანი ტანკი ძალიან მანევრირებადია, შეუძლია ცურვით წყლის წინააღმდეგობების გადალახვა და თავისი 105 მმ-იანი ჭურვებით მოწინააღმდეგის ნებისმიერი ჯავშანმანქანის განადგურება, ტანკების გარდა.

უახლესი ამბები