საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ. 

ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებით, 2016 წლის შემდეგ, ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში.

"მოუთმენლად ველოდები საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტს აქ, საქართველოში. ეს არის დიდი პატივი და პრივილეგია. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის აღნიშნული ვიზიტი საქართველოში, პირველია 2016 წლის შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოკლე, მაგრამ ძალიან დატვირთული პროგრამა. მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს ქართული მხრიდან, ვინც ჩართული იყო ამ ვიზიტის განხორციელების პროცესში“,- განაცხადა ელჩმა მარკ კლეიტონმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები